ახალი წლის დღებში მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში
სინოპტიკოსების ვარაუდით, 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 2 იანვრიდან გამოიდარებს - ინფორმაციას მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 31 დეკემბერს და 1 იანვარს ზოგან იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 2 იანვრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, შემდგომში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 31 დეკემბერს და 1 იანვარს ზოგან მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება”, - წერია ინფორმაციაში
ავტორი: