|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი წლის ღამეს დაბადებულ პატარებს ქუთაისის მერია დაასაჩუქრებს

2018 წლის პირველ იანვარს  დაბადებულ პატარებს მერია ფულად საჩუქრებს გადასცემს. აღნიშნული პროგრამა მერიას ბიუჯეტში აქვს გათვალისიწინებული, რისთვისაც 5 000 ლარია გამოყოფილი.

თანხა ახალშობილებზე გადანაწილდება, მერიის ინფორმაციით, თითოეულ ბავშვზე 1 000 ლარია განსაზღვრული.

ახალშობილებს საჩუქრებს ტრადიციულად ქალაქის მერი გადასცემს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი