|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 51 ადამიანი დაზიანდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა იყო, მათშორის 36 ადამიანის  ჰოსპიტალიზირება გახდა საჭირო. 

 პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გაჩნდა რამდენიმე ხანძარი გაჩნდა— დაზიანდა სასაწყობე შენობები და ავტომობილები.

თბილისში კედიას ქუჩაზე, ავტომობილების დაწვის ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ აფეთქების ხმა ფეირვერკების გამო ვერ გაიგეს და ხანძარი მოგვიანებით შეამჩნიეს. 

სავარაუდოდ პიროტექნიკის გამო ხანძარი გაჩნდა ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფარეხშიც. აღნიშნული შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. 

ავტორი: ნიუპრესი