|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახალი ხედვის” ორთოპედიული ფიქსატორები

ორთოპედიული ფიქსატორების მაღალი ხარისხი სწრაფი რეაბილიტაციისა და მკურნალობის გარანტია. ამის გათვალისწინებით, ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი გამოცდილება სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვას” აქვს. “ახალ ხედვაში“ წარმოდგენილი სამედიცინო ფიქსატორების  მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები. კომპანიის მაღაზიებში სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი ორთოპედიული ფიქსატორებია ხელმისაწვდომი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • იდაყვის ფიქსატორი - გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილსა და ხელს უწყობს სახსარში სითბოს შენარჩუნებას. იდაყვის ფიქსატორი აქტიურად გამოიყენება ეპიკონდილიტის დროსაც. 
  • კოჭის ფიქსატორი - უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. ჰემატომისა და შეშუპების დროს კი კოჭის ფიქსატორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  • კისრის ფიქსატორი - ზღუდავს კისრის მოძრაობასა და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. ამ პროდუქტს შეუძლია კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას.
  • სხივ-მაჯის ფიქსატორები - გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.

სამედიცინო ჯგუფის ორთოპედიული ფიქსატორების შეძენა, თბილისის გარდა,   საქართველოს სამ რეგიონში: გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. შერჩეული პროდუქტის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო - akhalikhedva.ge .



ავტორი: