“ახალი ხედვის” სამედიცინო და ორთოპედიული მაღაზია
სამედიცინო და ორთოპედიული მაღაზიათა ქსელი “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ამ მიმართულებით კომპანია ქართულ ბაზარზე 10 წელია ყველაზე მაღალი ხარისხითა და ნდობით გამოირჩევა. წინა წლებში შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების ერთობლივ საერთაშორისო დაჯილდოებაზე წლის ლიდერ კომპანიად “ახალი ხედვა” არაერთხელ დასახელდა. სამედიცინო ჯგუფი ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალს ფლობს. თბილისის გარდა, კომპანიის მაღაზიები გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. ფილიალებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი და ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი.
რა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ კომპანია “ახალ ხედვაში”
კომპანია “ახალი ხედვა” ორთოპედიული მიმართულებით სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების ნივთებს აერთიანებს. გარდა ამისა, სამედიცინო ჯგუფი ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების ავადმყოფის მოვლის საშუალების რეალიზაციას.
მაღაზიათა ქსელში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ:
- ორთოპედიული ფიქსატორები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად. პაციენტები ამ პროდუქტს ტკივილის შემსუბუქების, რეაბილიტაციის, იმობილიზაციისა ან რომელიმე დაავადების პრევენციის მიზნით იყენებენ.
- სილიკონისა და მყარი მასალისგან დამზადებული სუპინატორი, რომელიც ბრტყელტერფიანობის და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის იდეალურია. ამ პროდუქტს ატარებენ სპორტსმენები და ორსულები, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში, აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას და ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას უწყობს ხელს.
- ავადმყოფის მოვლის საშუალებები სამედიცინო პროდუქტების ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის არის: ნაწოლების ლეიბი , იღლიის ყავარჯენი, კინეზიო ტეიპი, თვითგადასაადგილებელი საშუალებები, შშმ პირთა ეტლები და კოლოსტომის ჩანთები.
კომპანია „ახალი ხედვა“ ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. მაღაზიების გარდა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ. პროდუქტის შესაკვეთად და კონსულტაციისათვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 346 405
ავტორი: ნიუპრესი