„ახალი ხედვის” სამედიცინო პროდუქტები
„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიაში უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული პროდუქტებია წარმოდგენილი და ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული გერმანული, იტალიური, ფრანგული, თურქული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- სუპინატორები სამედიცინო მაღაზია “ახალ ხედვაში”
„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიებში სუპინატორების ფართო არჩევანია და მათი ღირებულება 45 ლარიდან 195 ლარამდე მერყეობს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის კლინიკაში ხდება ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც. ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე ამ პროდუქტის დამზადება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისთვის ხდება შესაძლებელი, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.
- ვარიკოზის მოვლის საშუალებები
სამედიცინო მაღაზიაში “ახალ ხედვას” Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ისა და სხვა ბრენდების ვარიკოზის მოვლის საშუალებები აქვს წარმოდგენილი. ეს პროდუქტი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს, წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. ეს სამედიცინო საშუალებები ასევე ვარიკოზის დროს შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
- პაციენტის მოვლის საშუალებები
„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიებში პაციენტის მოვლის საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. ამ მიმართულებით სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების პაციენტის მოვლის საშუალების იმპორტსა და რეალიზაციას. მათ შორის არის: ნაწოლების ლეიბი, ყავარჯნები, კინეზიო ტეიპი, თვითგადასაადგილებელი საშუალებები, შშმ პირთა ეტლები და კოლოსტომის ჩანთა.
ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალი ხედვას “ 13 წლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს. სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის სამედიცინო მაღაზიებში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.
ავტორი: ნიუპრესი