„ახალი ხედვის” ვარიკოზის საწინააღმდეგო გეტრები
ვარიკოზი არის დაავადება, რომელიც კვანძების წარმოქმნისა და ვენოზური კედლის დათხელების შედეგად წარმოიქმნება. კვანძები ძირითადად განლაგებულია ფეხებზე, მაგრამ შესაძლოა ეს პრობლემა სხვადასხვა ორგანოზე განვითარდეს. ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომელიც ძირითადად ქალების დაახლოებით 20-25%-ში გვხვდება. პაციენტები სიმპტომების შესამსუბუქებლად ან ვარიკოზის პრევენციის მიზნით კომპრესიულ წინდებს ატარებენ.
ვარიკოზის საწინააღმდეგო პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ვარიკოზის მოვლის მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ საფირმო მაღაზიებშია წარმოდგენილი. განვიხილოთ, რა ტიპის ვენების გეტრებს გვთავაზობს “ახალი ხედვა”:
- ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
- მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა - COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
რა უნდა გაითვალისწინოთ ვარიკოზის საწინააღმდეგო პროდუქტების შეძენისას?
ვარიკოზის მოვლის საშუალებები აუცილებლად ექიმის მიერ პრობლემის სირთულის მიხედვით უნდა დაინიშნოს. მათი გამოყენების პერიოდი სრულად არის დამოკიდებული პაციენტის მდგომარეობაზე. ეს სამედიცინო საშუალებები განსხვავდება ზომებით, კომპრესიით, დიზაინით, სიგრძით, ქსოვილით, ფასებითა და დანიშნულებით. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, მას ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც ატარებენ. ამ სამედიცინო საშუალებებში განარჩევენ რამდენიმე კლასის კომპრესიას. პირველი კლასის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს. რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მათ მომხმარებლები მკურნალობის მიზნით იყენებენ.
ავტორი: