|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალმა რადიომ „ციტრუსი“ FM97.3 ბათუმში მაუწყებლობა დაიწყო

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა ბათუმში ახალ რადიო ციტრუსი” FM97.3 გაუშვა. 

ჰერეთმა ახალი, რიგით მეოთხე რადიოსადგური ბათუმში გაუშვა. 

ჰერეთის დირექტორისა და დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, რადიო ციტრუსი მწვანე კონცხის ანძიდან გაეშვა და პირველ ეტაპზე 24 საათის განმავლობაში უწყვეტი მუსიკა, ახალი ამბები და სარეკლამო რგოლები იქნება წარმოდგენილი. რადიო მთლიანად ადგილობრივი თანამშრომლებით დაკომპლექტდება. 

საწყის ეტაპზე რადიო “ციტრუსი” დაფარავს ბათუმს, ქობულეთსა და ურეკს, მიმდებარე ტერიტორისა და სანაპირო ზოლს. სამომავლოდ კი აჭარის სხვა მუიციპალიტეტებსაც. 

რადიოს მოსმენა შესაძლებელია ვებგვერდიდანაც www.citrusfm.live 

“ვეძებთ მეგობრებს, პარტნიორებს, საინტერესო იდეების ავტორებსა და ინვესტორებს. განვიხილავთ ყველა ურთიერთსასარგებლო წინადადებასა და პროექტს. 

ციტრუსი “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” ახალი, პირველი ადგილობრივი დამოუკიდებელი,კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი (რაც გულისხმობს ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუებისა და შემეცნებით- გასართობი პროგრამების წარმოებას) რადიოსადგურია ბათუმში FM97.3 მეგაჰერცის სიხშირის რადიოტალღაზე. ეს არის საუკეთესო ფრეშ მუსიკის და ინფორმაციის ტალღა. 

ციტრუსი მრავალფეროვანია! მედიასავეთ მჟავე და ტკბილიც...სასიამოვნო და სასარგებლო, ვიტამინებით სავსე და გამაჯანსაღებელი!ციტრუსი – რომელიც ყველა თაობას გვიყვარს. რადიო ციტრუსი FM97.3, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ,ისევე როგორც გვიყვარს ბათუმი,აჭარა და საქართველო. 

გთხოვთ, ნებისმიერ საქმიან წინადადებაზე მოგვწერეთ მეილზე: citrusfm97.3@gmail.com ” – 

ნათქვამია რადიოს ფეისბუკ გვერდზე. 

“ციტრუსი” სამაუწყებლო კომპანიის რიგით მეოთხე რადიოსადგურია ბათუმში. ჰერეთი საქართველოს ბაზარზე 21 წელია ოპერირებს. კახეთში რადიო ჰერეთი FM102.8, დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5, ინტერნეტში რადიო Relax. კომპანიის 100 % წილის მფლობელია რამაზ სამხარაძე. 

2018 წლის ნოემბერში, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით ჩატარებული მედიამონიტორინგის მიხედვით,რომელიც სამმა ქართულმა ორგანიზაციამ “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” და “საქართველოს ინტერნიუსი” წარმოადგინა, რადიომონიტორინგის მიხედვით, ჰერეთი საქართველოში ერთადერთი კომერციული რადიოა, რომლის ახალი ამბები სიღრმისეული, ანალიტიკური და საერთაშორისო სტანდარტებისაა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა