აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სეს-ს USAID-მა 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად USAID-მა სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ერთეული ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით და პერსონალირო დამცავი აღჭურვილობა გადასცა. სპეციალიზებული ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ამერიკის მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართულ მხარეს უკვე ორი წელია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში მიმდინარე სამუშაოები შეაფასა. როგორც ლევან შონია ამბობს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაწყებული წამლობის შედეგი ეფექტურია.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
ავტორი: ნიუპრესი