|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება დასავლეთ საქართველოში.
4 ივლისს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით მუშავდება ტერიტორიები აჭარის,  გურიის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების შემდეგ სოფლებში:
ქობულეთის მუნიციპალიტეტი - ლეღვა;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ზემო ჩიბათი, ნინოშვილი, სუფსა, ქვემო აკეთი, ღრმაღელე;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - განთიადი, ზემო სურები, ზოტი, ნაბეღლავი, შუა სურები, ხევი;
ვანის მუნიციპალიტეტი - ბზვანი, სალომინაო, ტობანიერი;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ზედა კლდეეთი;
თერჯოლის მუნიციპალიტეტი - რუფოთი;
სამტრედიის მუნიციპალიტეტი - გამოჩინებული, საჯავახო;
ტყიბულის მუნიციპალიტეტი - გელათი, ცუცხვათი, ძმუისი;
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - ქვიტირი;
ხონის მუნიციპალიტეტი - ხონი;
აბაშის მუნიციპალიტეტი - პირველი ონტოფო;
მარტვილის მუნიციპალიტეტი - კურზუ, ტალერი;
სენაკის მუნიციპალიტეტი - ეკი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ლესიჭინე;
ხობის მუნიციპალიტეტი - ძველი ხიბულა, ხამისკური.
დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ იხილეთ: parosana.ge<http://www.parosana.ge>
ღონისძიებები მავნებლის  პირველი თაობის ნიმფების (მავნებელი დაფრთიანებამდე) საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს.  მცენარეთა დაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, ბრძოლის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა - საკარმიდამო ნაკვეთების და ნარგავების დამუშავება კონტაქტური ინსექტიციდებით.
როგორ ვებრძოლოთ მავნებელს და რომელი პრეპარატებია რეკომენდებული, იხილეთ ბმულზე:  http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7221.pdf
ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით  უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე.
ამასთან, მიმდინარეობს  სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა  10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია  შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.
ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 15 01

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა