|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბადრი ესებუა ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავთ

საქართველოს ბანკის ფილიალის ძარცვასა და მძვლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავთ. გადაწყვეტილება ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მიიღო. გადაწყვეტილება ადვოკატისთვის  ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

როგორც იოსებ ჯანაშია აცხადებს, ბადრი ესებუა დანაშულს არ აღიარებს. აცხადებს, რომ დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს და შესაბამისად,  არცი ს ნახევარი მილიონი გააჩნია, რასაც სამართალდამცველები ეძებენ. 

 როგორც ადვოკატი აცხადებს, ესებუა იმალებოდა, რადგან მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მიმდინარეობდა დევნა. ამასთან ესებუა აცხადებს, რომ მას ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. 

 ბადრი ესებუა ზუგდიდში 8 თებერალს დააკავეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა