ბაგრატის ტაძარში ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ
ბაგრატის ტაძარში ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირსპირება ტაძარში ხატების გადაადგილებას მოყვა.
წყაროს ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის წინამძღილმა მამა გიორგი ნებიერიძემ ხატები შეთანხმების გარეშე გადაადგილა, რასაც ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს უკმაყოფილება მოყვა. გაბრაზებულმა მეუფემ წინამძღვარი, ბაგრატიდან სოფელ დერჩის მონასტერში გაამწესა, სადაც ნებიერიძე ამ დრომდე მსახურობდა. არსებულ ცვლილებას მხარეებს შოროს ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. მეუფის გარემოცვის წევრმა ხელი ერთ-ერთი მღვდლის მისამართით ასწია. კამათში ფიგურირებდა მამა იაკობ სეფისკვერაძეც. მისი განცხადებით, ამის შემდეგ მეუფემ ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ნებიერიძე და თავად მამა იაკობი დერჩის მამათა მონასტერში განამწესა. ფიზიკურ დაპირისპირებას მხარეები არ ადასტურებენ, თუმცა დასტურდება სასულიერო პირების დერჩის მონასტერში გამწესება, რაც ეპარქიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებით აიხსნა. მომხდარზე არ საუბრობს თავად მეუფე იოანე გამრეკელი. საკითხი ზნეობის კომოსიაზე გავა.
ავტორი: