"ბაგრატის ტაძარში შესასვლელად ტურისტებს 5 ლარს ართმევენ"
ბაგრატის ტაძარში შესასვლელად ტურისტებს თანხას ახდევინებენ-ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე აქვეყნეს. მისი ინფორმაციით, ტაძრის შესასვლელათან მყოფილი მოქალაქეები, ტურუსტებს ეუბნებიან, რომ ტაძრის დათვალიერება 5 ლარი ღირს.
"ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა, ყველას მოგიყვეთ, რატომ... რამდენიმე დღის წინ ბაგრატის ტაძარზე ვიყავი ოჯახთან ერთად. ეზოს შესასვლელთან კი დავინახე სამი 50-60 წლამდე) ქალი იჯდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ მოწყალებას ითხოვდნენ და ყურადღება არ მიმიქცევია დიდად. გამოსვლისას შეთხვევით შევამჩნიე, რომ შვიდი უცხოელი ტურისტი იდგა და ერთ-ერთ ქალს ელაპარაკებოდა. ამ ქალს ხელში ორმოცდაათ და ოცლარიანები ეჭირა და ეუბნება ჟესტების გამოყენებით, რომ კიო, ამ ფასად ყველაფერს დაათვალიერებთო... დავაკვირდი და წინ ყუთი უდევს, აწერია "5 ლარი"... ანუ უცხოელებს აბოლებს და ტაძარში შესვლაში კაცზე ახდებინებს 5 ლარს! ქართულად კი მივალანძღე, მაგრამ უკვე გადახდილი ქონდათ ფული იმ უცხოელებს და აღარ ვთქვი არაფერი, თან ძალიან შემრცხვა ასეთი აფერისტობის, მაგრამ ეხლა ვნანობ, რომ მეტი არ გავაკეთე. ისე, ნუთუ მე, 10 წუთის წინ მისულმა შევამჩნიე ეს გულისამრევი აფიორა და ტაძრის ხალხმა არ იცის? თუ წილში არიან ყველა? ჩემი იქ ყოფნის მოკლე დროში მინიმუმ 40 უცხოელი ტურისტი იყო ეზოში და წარმომიდგენია, დღეში რამდენ ფულს იჯიბავს ის აფერისტი ქალი"-წერს მომხმარებელი.
დეტალების გასარკვევად "ნიუპრესი" თემაზე მუშაობს აგრძელებს.
ავტორი: ნიუპრესი