ბანკზე თავდასხმელი წარდგენილი ბრალის ნაწილს არ ეთანხმება
ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული წარდგენილი ბრალის ნაწილს არ ეთანხმება. ადვოკატების თქმით, გრიგოლ ნარსია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ ადასტურებს, ასევე არ დაეთანხმა ტერორიზმის ბრალდებას.
"პოლიციის მუშაკებისთვის წინაღმდეგობა არ გაუწევია, მისი აყვანა მოხდა ისე მოულოდნელად, სურვილიც რომ ჰქონოდა, ვერ მოახერხებდა. რაც შეეხება ბრალდების ფორმულირებას, ტერორიზმთან დაკავშირებითაა საუბარი, რაზედაც კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება. ადასტურებს, რომ მოხდა შეჭრა, თანხის მიღების მიზნით. რაც შეეხება საბრძოლო მასალას, დაზუსტებით ინფორმაცია არ მაქვს, ახლა გადმოგვცეს კიდევ საქმის მასალები, არ ვიცი, ვარგისია თუ არა ეს საბრძოლო მასალა, თუმცა, ის რომ მას ჰქონდა სიცოცხლისათვის საშიში შეიარაღება, ასეთი საქმის მასალებში არ დევს. არასწორია ინფორმაცია, რომ გამოკითხა ადვოკატთან ერთად, იმ დროს მასთან ადვოკატო არ იყო", - განაცხადა დალი სულაქველიძემ.
ავტორი: ნიუპრესი