|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით - ევროკომისარი ევროკავშირის დროშის ჩამოხევის შესახებ

 ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით - ასე ეხმიანება საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დახევის ფაქტს.

მისივე თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა პრემიერ-მინბისტრ ღარიბაშვილთან და გაიგო რომ მოხდება ძალადობის ფაქტში მონაწილეების დასჯა. 

"არანაირი ფაქტი ვანდალიზმისა და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი! ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები სრული მასშტაბით და ყველა ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში სამართლის წინაშე მთელი ძალით წარსდგება.

რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით ეს არის მნიშვნელოვანი", - ამბობს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ რადიკალებმა და პროპუტინისტურმა ჯგუფებმა მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც პოლიციამ ადგილიდან მედია და აქტივისტები გაიყვანა.

 

ავტორი: ნიუპრესი