|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე კაკასხიდი-ზეკარის 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, - ინფორმაციას   საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზა თურქეთის საზღვრამდე მიდის, სამუშაოების ჯამური ღირებულება 65 მლნ. ლარამდეა.

„აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთი გადის ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, ხოლო მისი მეორე ნაწილი - ალპურ ზონაში. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნული მონაკვეთი-ბაღდათი აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია.

ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 65 მლნ. ლარამდეა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა