|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათი-საირმის მიმართულებით ავტომანქანების გადადგილება შესაძლებელი გახდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათი-საირმის მიმართულებით გადადგილება უკვე შესაძლებელია - ამის შესახებ  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს. 

თოვლის გამო გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებული იყო.

გაწმენდითი სამუშაოების პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან კახა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

,,უხვმა თოვლმა იმერეთის რამდენიმე სოფელში ავტომობილებისთვის გადაადგილების პრობლემა შექმნა, მათ შორის საირმის მიმართულებითაც. ფაქტიურად მთელი ღამის და დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეციალური ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე გზა გაიხსნა და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელია, როგორც მსუბუქი ასევე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. დამსვენებლები, რომლებიც არიან საირმეში მათ შეუძლიათ უკვე დაბრუნება სახლებში“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, რათა ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღედგინათ.

 

ავტორი: ნიუპრესი