ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ლიდა ვარდოსანიძე 110 წლის გახდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლიდა ვარდოსანიძე 110 წლის გახდა. ის ყველაზე უხუცესი მოქალაქეა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წითელხევში მცხოვრებ ლიდა ვარდოსანიძეს 110 წლის იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
„ვულოცავ ქალბატონ ლიდას 110 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. ნამდვილად პატივსაცემი და დასაფასებელია ჩვენგან უხუცესი ადამიანები“,- განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა