|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაიჭრა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაიჭრა. შემთხვევა სოფელში 17 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებს კამათი ქონდათ, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცივი იარაღით პოლიციელს ჭრილობა მიაყენა.

"ჩემს შვილიშვილს თოფი დაუმიზნა, მოკვლა უნდოდა, გამოიძახეს პოლიცია და მერე პოლიციელისთვის უსვრია. როგორც გავიგე,  დანით დაუჭრია პოლიციელი. მეზობელია, ჩვენი გაზრდილი, ბოლო დროს ხშირად გვეჩხუბებოდა. დედასთანაც უჩხუბია. ახლა დაკავებული ყავთ"-განაცხადა ადგილობრივმა.

პოლიციელს დაზიანება დანით მიაყენა. მას მსუბუქი სამედიცინო დახმარება დაჭირდა, ის ახლა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. დამნაშავე დაკავებულია, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა