|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის საოჯახო მარნებში დამზადებული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა თბილისში გაიმართება

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საოჯახო მარნებში დამზადებული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა 11 აპრილს, ხუთშაბათს 18:00 საათზე, ქალაქ თბილისში, სასტუმრო ,,საქართველოში“ გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება: 1. ბაია აბულაძის მიერ დამზადებული ცოლიკოური 2. მამუკა ჩხეიძის ოცხანური საფერე 3. გაიოზ სოფრომაძის ჩხავერი 4. ზურაბ ღვალაძის ციცქა-ცოლიკოური 5. მირიან იოსებაშვილის კუნძა 6. ლაშა ჩიქვინიძის ძელშავი 7. გია ლომიძის ოჯალეში 8. ირაკლი ღვალაძის ციცქა 9. სევერიან ღამბაშიძის ალადასტური 10. ტარიელ მიქაბერიძის ლიქიორი, პორტვეინი, ჭაჭის არაყი.

წარდგენის დროს ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 25 საოჯახო მარნის წარმომადგენლების გაცნობა, მათთან შეთანხმებით შესაძლებელია დაიგეგმოს მარნებში ვიზიტი და გათვალისწინებული იქნას საოჯახო მარნების პოტენციალი ტურისტული მარშუტების შედგენისას.

ღონისძიების ორგანიზატორტია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილება და ბაღდათის საოჯახო მარნების გილდია.

მისამართი: ქალაქი თბილისი, სასტუმრო ,,საქართველო“. მელიქიშვილის გამზირი. N 12. 4 სართული. დასწრება თავისუფალია

ავტორი: ნიუპრესი