"ბაღდათობა 2017" აღინიშნა [PHOTO]
ბაღდათში საერთო-სახალხო დღესასწაული „ბაღდათობა 2017“ გაიმართა.
დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო.
ლიტურგიის შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოკუთხეებთან გადაინაცვლეს, სადაც ტრადიციული რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი სამზარეულო მოინახულეს.
სახალხო დღესასწაულს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოგსაძე, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ავტორი: ხატია ბანძელაძე