|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები ემსხვერპლნენ

ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.

გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპული არიან 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები. ის ადგილობრივები იყვნენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა.

 შემთხვევა დღეს მოხდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი