|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში ბანკომატის ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს [VIDEO]

ბაღდათში, თამარ მეფის ქუჩაზე  ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიიდან ბანკომატი გაიტაცეს.

ადგილობრივების თქმით, დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს. ამ დროიისათვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დანაშაულში ეჭვმიტანილები ქუთაისიდან არიან. 

 მათივე თქმით, ძარცვის მომენტში სწრაფი ჩარიცხვის აპარატში 17 ლარი აღმოჩნდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია: 1997 წელს დაბადებული გ.ა., 1997 წელს დაბადებული ო.ბ., 1998 წელს დაბადებული თ.დ. და 1997 წელს დაბადებული დ. ჭ.

ისინი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ბანკომატი ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ ავტომანქანაში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ.

პოლიციამ ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ასევე, ავტომობილი და ხელსაწყოები, რომლებიც დაკავებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი