ბაღდათში ადიდებულმა მდინარე ხანისწყალმა ინფრასტრუქტურა დააზიანა
სტიქია ბაღდათში. უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ხანთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა, ასევე დაზიანებულა სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.
არსებული ინფორმაციით, დაიტბორა სოფელში მდებარე წყლის საამქრო.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა