ბაღდათში რეზო ლაღიძის 100 წლის საიუბილეო ფესტივალი იმართება
2021 წელი დიდი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის საიუბილეო წელია. ლაღიძის იუბილე ბაღდათში ორი დღე სხვადასხვა სახის ღონისძებით აღინიშნება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებთან ლაღიძის სახელობის ბაღდათის კულტურის ცენტრში, საქართველოს პატრიარქის სახელით ცნობილი საერთაშორისო სააღდგომო მე-16 ფესტივალის გაიმართება, რომლის ფარგლებში ბაღდათს ეწვევა ფესტივალის საპატიო სამხატვრო მრჩეველი, ამერიკაში მცხოვრები ცნობილი პიანისტი და ბოსტონის ,,New England Conservatory”-ს პროფესორი ალექსანდრე კორსანტია.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებს ქ. ქუთაისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი.
ლაღიძის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და იგი ბაღდათში ყოველ წელს გაიმართება. დიდი მაესტრო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში დაიბადა და მთელი ცხოვრება მშობლიურ კუთხესთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია.
ავტორი: ნიუპრესი