ბაღდათში სკოლის მოსწავლემ სავარაუდო ბულინგის გამო თვითმკვლელობა სცადა
ბაღდათში სკოლის მოსწავლემ, სავარაუდო ბულინგის გამო, თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ავრცელებს.
მისი თქმით, შემთხვევა სოფელ როხში მოხდა და მიზეზი სკოლის დირექტორის მხრიდან შეურაცხყოფა გახდა, რის გამოც არასრულწლოვანმა დაზიანებები მიიყენა.
უფლებადამცველის თქმით, ფაქტზე პროკურატურის მიერ გამოძიება უკვე დაიწყო და 16 წლის გოგო დაზარალებულად ცნეს.
მოზარდის ოჯახი და ადვოკატი მოითხოვენ, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დირექტორს ბრალი წარედგინოს. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა