ბაღდათში წელს პირველად ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა [PHOTO]
ბაღდათში წელს პირველად ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყო.
ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა.
ღვინის ფესტივალში მონაწილეობა 50-მდე როგორც ადგილობრივმა ასევე იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან და რაჭიდან მოწვეულმა მეღვინემ მიიღო.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ღვინის გაყიდვა-დეგუსტაცია, ასევე ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. დასახელდნენ ბაღდათის საპატიო მოქალაქეები.
ფესტივალი საღამოს ელექტრონული მუსიკით კონცერტით და ლაზერშოუთი დამთავრდა.
ავტორი: ნიუპრესი