|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა - ეკა კუპატაძე

სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი, - ასე ეხმიანება მოკლული ექიმის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმად, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმის სამ ფიგურანტს, ძალადობის სხვა შემთხვევების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობისთვის წარედგინა ბრალი. 

ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ მისი ყვირილით სხვების შვილები გადაარჩინა. 

"შოკი მაქვს, ხალხო, მადლობა პროკურატურას... რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?.. გამოშავდეს ჩიქოვანის დედა, გამოშავდეს გაბაშვილის მამა! დამემალეთ! მომშორდით! მე თქვენ გიპოვით. გამოშავდეს ნია იმნაძის ოჯახი. მე გადმოვდივარ თქვენთან, სახელმწიფო სამართალი აღარ მაინტერესებს, გიპოვით... სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი. მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები", - ამბობს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის - მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის დასახელებული ეპიზოდების ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა. გიორგი მიქაიას განცხადებით, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეოკადრები ინახებოდა გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონებშიც.

28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით ოთხი მოზარდი დააკავეს. მათგან ერთს ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებიან, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა.

ავტორი: