ბაღდათში ყაჩაღების მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი გარდაიცვალა
ბაღდაღში, სოფელ ფერსათში 30 ნოემბერს ყაჩაღების მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. 80 წლის მამაკაცის დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
დაზარალებული მამაკაცი მკურნალობას ბაღდათის საავადმყოფოში გადიოდა. მედიკოსების ინფორმაციით, მას ნერვიულობის ფონზე ინსულტი განუვითარდა.
შეგახსენებთ, გუგუცაძეების ოჯახს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. მათ მამაკაცს თავის არეში კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყეს, ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა