გათავისუფლებული გამგის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში ერთდღიანი აქციის გამო გათავისუფლებული გამგეების სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს 14:30 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო #13 ბაგა–ბაღის ყოფილი გამგის, მაკა აბულაძის სარჩელს განიხილავს. აბულაძის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებას სასამართლო დავა მოუგო #13 ბაღის გამგემ ნანა კაკურიამ. სასამართლომ გაერთიანებას კაკურიას სამსახურში დაბრუნება დაავალა, რაც გაერთიანებამ შეასრულა, თუმცა ამავდროულად, საქალაქოს სასამართლოს განჩინების გასასაჩივრებლად სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


17:22
16:31
















