|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბარსელონა, რომი, პარიზი - ქუთაისის აეროპორტიდან ახალი რეისები დაემატება

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ახალ მიმართულებას და ერთ ეარბასის ტიპის თვითმფრინავს ამატებს.

ქუთაისის ბაზას მეორე ეარბას A320 ტიპის თვითმფრინავი 2018 წლის მაისში დაემატება. ამასთან, მაისშივე ხელმისაწვდომი გახდება ახალი მიმართულებები.
 ქუთაისიდან პრაღაში,  ბარსელონაში, პარიზში, რომსა  და ათენში. 2018 წლის ნოემბრიდან, ასევე დაიწყება ფრენები ქუთაისიდან ვენის მიმართულებით. ამჟამად კომპანია მოგზაურებს სთავაზობს რეისებს 9 ქვეყნის 13 მიმართულებით, თუმცა 2018 წლიდან მომხმარებლებს ქუთაისის აეროპორტიდან 13 ქვეყნის მასშტაბით, 19 მიმართულებით მგზავრობის შესაძლებლობა მიეცემათ. ახალი რეისების ფასი 49,99 ლარიდან დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი