|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბარსელონაში ხანძარს სამტრედიელი ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა

ესპანეთის, ქალაქ ბარსელონაში ხანძარს სამტრედიელი ორი ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 27 წლის გიორგი და 22 წლის საბა მატარაძეები დაიღუპნენ. გიორგი ხანძრის შედეგად დაიწვა, საბა კი გაიგუდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ყოფილმა ბინადარმა განზრახ გააჩინა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამტრედიელი ძმები ესპანეთში სამუშაოდ იყვნენ, ისინი დაახლოებით, ორი თვის წინ წავიდნენ.

 

ფოტო: არქივი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა