|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბათუმის სასამართლო მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

არ გავურბივარ პასუხისმგებლობას,- ასე მიმართა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სადაც მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

მანამდე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვება.

მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი, 12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ავტორი: