|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო" - გარდაცვლილის დეიდა

"ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო, მამა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა"-აცხადებენ თერჯოლაში გარდაცვლილი მოზარდის ნათესავები. ისინი დანმაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, კაცი შვილებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ბოლო ორი დღეა კი 11 წლის მოზარდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის მამას სახლში ყავდა ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებდა, რომ მომხდარზე არ ესაუბრა.

"საშინელი კაცი იყო, გოგოებზეც ძალადობდა, ბოლო ორი დღეა ბიჭი ყავდა გამოკეტილი. გარეთ არ უშვებდა, რომ არ მოეყოლა, რა მოხდა. ორი დღის წინ დამირეკა, დეიდა ცემას გადავურჩიო, ვუთხარი გამოდიმეთქი და არა, რომ გამოვიდე, მერე თქვენც გეჩხუბებათო"-განაცხადა ბავშვის დეიდამ ია ბოგვერაძემ.

კითხვაზე, თუ კი იცოდნენ, ძალადობის შესახებ, რა მოიმოქმედეს და რატომ არ დაუძახეს პატრულს, აცხადებენ, რომ ისინი ოჯახს ემდუროდნენ და შესვლას ვერ ახერხებდნენ, გუშინ პატრული გამოიძახეს და უკვე ბავშვი გარდაცვლილი იყო.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა