ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი კიევშია გადმოსვენებული
ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლის მიხეილ თევრორაძის ცხედარი კიევშია გადმოსვენებული. ის სნაიპერის ტყვიითაა მოკლული.
ბახმუტში მიმდინარე მძიმე ბრძოლების გამო ვერ ხერხდება მასთან ერთად დაღუპული მებრძოლის სერგო ქართველის ცხედრის გადმოსვენება.
ამავე მიზეზით ამ დრომდე ვერ მოხერხდა 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლოს ფრონტის ხაზიდან გამოყვანა.
უკრაინაში რუსეთის ომის დ როს უკვე 36 ქართველი მეომარია დაღუპული, არიან დაჭრილები. ვრცელდება ინფორმაცია რომ ტყვედ ჩავარდნილებს შორის არიან ქართველებიც.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა