ბელარუსთან თანამშრომლობა დასავლეთში ლუკაშენკოს მხარდაჭერად იქნება აღქმული - თორნიკე ბარათაშვილი
ბელორუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთი აშკარა ნაბიჯია დასავლური სივრციდან ჩვენი ქვეყნის დისტანცირებისა და რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნების გზაზე, - ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილმა CNews-ს განუცხადა.
მისი თქმით, ლუკაშენკოს ხელისუფლებასთან ნებისმიერი თანამშრომლობა მიუღებელია.
"რა სფეროშიც უნდა იყოს, ლუკაშენკოს ხელისუფლებასთან თუნდაც ფორმალური თანამშრომლობის აქტის გაფორმება, იმ ფონზე, როცა ერთი 2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნების გაყალბებისა და პრეზიდენტად თავის გამოცხადების შემდეგ დასავლური წნეხი მის დიქტატორულ რეჟიმზე ყოველდღიურად იზრდება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი აუცილებლად ლუკაშენკოს რეჟიმის ირიბ მხარდაჭრად იქნება აღქმული. საქარღველოს მიერ დეკლარირებული საგარეო კურსის რეალურობაში ეჭვის საფუძველს კიდევ უფრო გააღრმავებს და საგარეო იმიჯს უფრო მეტად დააზიანებს. მაშინ, როცა ბელორუსის ხელისუფლების მიმართ სანქციის დამწესებლების წრე კიდევ უფრო ფართოვდება და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ სვეტლანა ციხანოვსკაიას დასავლეთში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უპრეცენდენტო მხარდაჭეა აქვს, საქართველოს მხრიდან მსგავსი შეთანხმების გაფორმება დიქტარული რეჟიმისთვის მაშველი რგოლის გადაგდებას ჰგავს, რომელიც არც ლუკაშენკოს უშველის და აუცილებლად მაშველელსაც დააზარალებს"- განაცხადა ბარატაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ბელორუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ბელარუსის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ხელი ჯერ კიდევ 2016 წელს მოაწერეს, ამოქმედდა. ამავე წყაროს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს სუს-ს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთქმედებას. ეს არის ინფორმაციის გაცვლა, ურთიერთდახმარება სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის, ასევე, ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, იარაღით უკანონო ვაჭრობის, კორუფციისა და საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროების საკითხებში. ასევე, შეთანხმებით გათვალისწინებულია წამომადგენლების ან ატაშეების გაგზავნა ერთმანეთის ტერიტორიებზე კონკრეტული, ან განუსაზღვრელი ვადით.
ავტორი: ნიუპრესი