|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბევრი არაპროფესიონალი იბრალებს ხელოსნობას და მოქალაქეებს ზიანს აყენებს"

დღეს სხდომაზე კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას  საკანონმდებლო წინადადებაზე „ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის დამარეგულირებელი“ კანონმდებლობის შემუშავების შესახებ.

 

ხელოსანთა აღრიცხვიანობისა,  ან ლიცენზირების გაცემის  საკითხი კანონით დარეგულირდეს, - აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო წინადადება მოქალაქე მარიამ ჭყონიამ პარლამენტს წარუდგინა. 

საკანონმდებლო წინადადების ავტორის განმარტებით,  საჭიროა კანონმდებლობით დარეგულირდეს ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხი.

 

მისი თქმით, „ბევრი არაპროფესიონალი  იბრალებს ხელოსნობას და მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ზიანს აყენებს. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს რეგულირება ხელოსანთა აღრიცხვიანობის ანდა ლიცენზირების გაცემის საკითხთან მიმართებაში“.

  მოქალაქის ინიციატივის შესახებ პარლამენტის  დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. 

საკანონმდებლო წინადადების ავტორს, საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის პოზიცია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა გააცნო.

„საკითხი მართლაც მნიშვნელოვანია და მოითხოვს დარეგულირებას, თუმცა ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი და არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ განათლების და იუსტიციის სამინისტროების მხრიდანაც საჭიროა კომპლექსური და კოორდინირებული მოქმედება. რადგან ეს თავისთავად ებმის პროფესიული გადამზადების ცენტრებისა და სასწავლებლების, ასევე სხვა სტრუქტურების კომბინირებულ მუშაობას, ერთიანი რეესტრის შექმნას და ელექტრონული სერვისების დანერგვას“.

ეკა სეფაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და შესაბამისად კომიტეტმა ამ ეტაპისათვის მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერა.

 

ავტორი: ნიუპრესი