|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაიხსნება თუ არა "ბიბლუსი გალერეა" ქუთაისში?

ქუთაისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე წიგნების მაღაზიათა ქსელის -  "ბიბლუსისათვის" მიწის იჯარით გაცემის საკითხს განიხილავს. 

საკითხი, რაც ითვალისწინებს პს „ბიბლუსისათვის“  მიწის იჯარით სარგებლობაში გადაცემას, საკრებულოს  სხდომაზე გასატანად  შესაბამისმა კომისიამ  უკვე განიხილა.

"ბიბლუსს" 44კვ. მერტი მიწის ფართობი  ჭავჭავაძის გამზირზე გადაეცემა, იქ სადაც მას უკვე აქვს მაღაზია. 

ფირმა მაღაზიის გაფართოებას გეგმავს, თუმცა  გაიხსნება თუ არა აქ  "ბიბლუსი გალერეა",  ამის შესახებ ფირმაში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, ბიბლუსის მარკეტინგის სამსახურის  უფროსმა  „ნიუპრესთან“  საუბარში განაცხადა, რომ   ქუთაისის მერიასთან ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით  მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რისი წარმატებით დასრულების შემდეგ მოხდება ქუთაისში "ბიბლუსი გალერეას" გახსნა.

აღნიშნულის  მოთხოვნით ორი ათასი ხელმოწერა  იდეის ავტორმა, ანტონ სინატაშვილმა შეაგროვა.  

 

 

ამ თემაზე: ქუთაისში "ბიბლუს გალერეა" რამდენიმე თვეში გაიხსნება

ავტორი: ირინა მაკარიძე