|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Bina24 - როგორ მოვძებნოთ ბინა ადვილად საქართველოს დიდ ქალაქებში

ხშირად ადამიანები დიდ ქალაქებში სამუშაოს გამო გადადიან, ან როცა სტუდენტები ხდებიან, მაშინ უწევთ იქირაონ ბინა იმ ქალაქში, სადაც მათი უნივერსიტეტი მდებარეობს. სწორედ ამიტომ ბინების გაქირავება საქართველოს დიდ ქალაქებში ძალიან პოპულარულია. უძრავი ქონების ბაზარი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, შესაბამისად არჩევანი დიდია, შეგიძლია იპოვო მცირე ფართის ბინა, პენტჰაუსი თუ სახლი. თუმცა, ამის მიუხედავად, ისეთი ბინის პოვნა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს დამქირავებლის მოთხოვნებს, რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც თან უამრავი გაუკრვევლობა, სტრესი ახლავს. არ აქვს მნიშვნელობა, რას არჩევ, რა გინდა იპოვო: ბინები დღიურად, საათობრივად თუ ხანგრძლივი ვადით, ამ პროცესს სტრატეგიული მიდგომა სჭირდება. ასეთი მიდგომით, წინასწარ ინფორმირებულობით, სწორი ონლაინ პლატფორმის შერჩევით, შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ბინის ძებნის სირთულეები, დაზოგო დრო და ისე მიიღო შედეგი. სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, რათა მომავალში, როცა ბინების გაქირავება/დაქირავება დაგჭირდებათ, გქონდეთ საშუალება, მიიღოთ ინფორმირებული, გააზრებული გადაწყვეტილება.

რა ხდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ანუ ბინების გაქირავება/დაქირავება საქართველოში

 

სანამ ბინების გაქირავება/დაქირავება გახდება თქვენი ამოცანა, აუცილებელია, მიმოვიხილოთ ქართული უძრავი ქონების ბაზარი. წინასწარ უნდა გაიგოთ სხვადასხვა ქონების ღირებულება, ქალაქების, უბნების მიხედვით ან დაქირავება/გაქირავების ტიპის მიხედვით (იგულისხმება ბინები დღიურად, ბინები საათობრივად, ბინები ხანგრძლივი ვადით). 

ბინების გაქირავება-დაქირავების ბაზარმა პიკური პერიოდი გადალახა, რომელიც რეგიონში ომით იყო გამოწვეული. ფასებიც მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და მათი მეტად დასტაბილურებაც არის მოსალოდნელი.

ბინების გაქირავება/დაქირავება შეუძლებელია იმის განხილვის გარეშე, როგორია უბნის მოწყობა, სადაც ის მდებარეობს. არის თუ არა მეტრო, ავტობუსის გაჩერება ბინასთან ახლოს, რამდენად არის დაშორებული სასურსათო მაღაზიები, იქნებ რესტორნები მდებარეობს ახლო-მახლო და მუდმივი ხმაური შეგაწუხებთ. კითხვა ბევრია, პასუხისთვის კი მეპატრონესთან კავშირი გჭირდებათ. ახლა იტყვით, მეპატრონესთან კავშირის დამყარება ეგეთი ადვილი რომ იყოსო, მაგრამ არის. თუ ბინების გაქირავება/დაქირავებას სერიოზულად მიუდგებით და თქვენთვის იდეალურ საიტს შეარჩევთ, აღმოაჩენთ, რომ Bina24.ge საშუალებას გაძლევთ პირდაპირ დაეკონტაქტოთ მეპატრონეს. ასეთი კომუნიკაციის არსებობა კი მეტ ინფორმაციას გაძლევთ, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად მიგიყვანთ სწორ გადაწყვეტილებამდე.

შეხვდე მომზადებული ბინების გაქირავება/დაქირავების პროცესს, საუკეთესოო გზაა, იპოვო ის, რასაც ეძებ, იქირაო შენს სურვილებთან შესაბამისობაში მყოფი ბინა.

მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი 

რისი შეძენა ან ქირაობაც არ უნდა გინდოდეს, მნიშვნელოვანია, განსაზღვრო ბიუჯეტი, რამდენის გადახდა შეგიძლია და ამით დაავიწროო ძებნის არეალი. ბინები დღიურად და ბინები საათობრივადაც ქირავდება და აქ ბიუჯეტის განსაზღვრა უფრო მარტივია, მაგრამ როცა საქმე ხანგრძლივი ვადით ბინის მოძებნას ეხება, უნდა გაითვალისწინოთ არამხოლოდ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები დღეს, არამედ უახლოეს მომავალშიც. დათვალოთ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, აქედან რამდენი მიდის თქვენს ვალდებულებებზე, რამდენი იქნება დამატებითი ხარჯები, მოსალოდნელია თუ არა, რომ ის გაიზარდოს.

როცა ყველაფერი დათვალეთ და უკვე მიხვედით კონკრეტულ რიცხვთან, რომელიც შეგიძლიათ ბინის ქირისთვის გამოათავისუფლოთ, თქვენ შეგიძლიათ გაამარტივოთ ძებნის პროცესი და კონცენტრირდეთ თქვენს ფინანსურ მიზნებთან შესაბამისობაში მყოფ ბინებზე, ასე თავიდან აიცილებთ დროის უაზროდ კარგვას. მოგებული ყოველთვის ის რჩება, ვინც ბიუჯეტირებას კარგად აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, ბინების გაქირავება აინტერესებს თუ დაქირავება.

ბინების გაქირავება/დაქირავებისთვის გამოიყენეთ ონლაინ უძრავი ქონების პლატფორმები 

ციფრულ ეპოქაში, ონლაინ უძრავი ქონების პლატფორმები გახდა შეუცვლელი ინსტრუმენტი, როცა საქმე ბინების გაქირავება/დაქირავებას ეხება. სხვანაირად ეს პროცესი თითქმის წარმოუდგენელია. Bina24.ge გთავაზობთ ბინების, სახლების დიდ არჩევანს. მნიშვნელოვანია, რომ აქ ბინასა თუ სახლს ნებისმიერი პირობით იპოვით, იქნება ეს: ბინები დღიურად, ბინები საათობრივად, ბინები ხანგრძლივი ვადით. მრავალფეროვანი არჩევანი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საიტის ინტერფეისი და ფუნქციები ასე საშუალებას გაძლევს, გაფილტრო რეზულტატები შენი პრეფერენციების მიხედვით, შეადარო ბინის მახასიათებლები, ფასი, გაიგო ზოგადად ბაზრის ტენდენციები და ა.შ.. 

როცა ბინა მალე გჭირდება, როცა მნიშვნელოვანია ფასი ან გაქვს რაიმე სხვა მოთხოვნა შენს მომავალ სახლთან მიმართებით, ეს მოქნილობა ძალიან მნიშვნელოვანია.

თეორიული სწავლება კარგია, მაგრამ ვიცით, რომ კონკრეტული რჩევები ყოველთვის უკეთესია, ამიტომაც უძრავი ქონების ონლაინ პლატფორმა, Bina24.ge-ს კარგად გაგაცნობთ. ვისაც გაგონილს, ნუ ამ შემთხვევაში, წაკითხულს, ნანახი ურჩევნია, შეუძლია თავად ესტუმროს საიტს: https://bina24.ge/

სხვებისთვის კი, მოკლედ გეტყვით, რატომ უნდა აირჩიო Bina24.ge, როცა ბინების გაქირავება ან დაქირავება გსურს:

  1. Bina24.ge მაქსიმალურად მოხერხებული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც უმარტივებს პროცესს მათ, ვისაც ბინების გაქირავება სურს. როგორ? საიტზე ბინის განთავსება უმარტივესია, ეს სიმარტივე ზოგავს დროს და საბოლოოდ ხარისხიან, სრულ ინფორმაციას გასცემს გამქირავებელი და იღებს დამქირავებელი.
  2. Bina24.ge საშუალებას აძლებს მათ ვისაც ბინების გაქირავება უნდა და მათ, ვისაც ბინას ეძებს, ერთმანეთს პირისპირ დაეკონტაქტონ. ეს პირდაპირი კომუნიკაცია ამარტივებს ურთიერთობებს.
  3. Bina24.ge-ს მოხერხებული საიტი თქვენი პრეფერენციების მიხედვით გაფილტვრის საშუალებას იძლება. მაგალითად, თუ ბინები დღიურად გსურს, გაფილტრავ და დროს ხანგრძლივი ვადით გასაქირავებელ ბინებზე არ დახარჯავ, თუ სამსაძინებლიანი სახლი გინდა, მიუთითებ და სტუდიო ტიპის სახლი არ შეგხვდება.

მივყვეთ თანმიმდევრულად: როგორ ვიპოვოთ საუკეთესო ვარიანტი, ჩვენთვის შესაფერისი ბინა Bina24.ge-ზე?

 

ნავიგაცია Bina24.ge-ზე

Bina24.ge ბინების გაქირავება/დაქირავების მსურველთათვის ყოველისმომცველი პლატფორმაა და იგი მორგებულია ორივე მხარის საჭიროებებსა და სურვილებს. შესაბამისად, გთავაზობთ უძრავი ქონების განცხადებების ფართო სპექტრს საქართველოში. გაეცანით მომხმარებლის მეგობრულ ინტერფეისს, შეისწავლეთ საძიებო ფილტრები და ისარგებლეთ პლატფორმის ინტუიციური ფუნქციებით, რათა გაამარტივოთ ბინის ძებნის გამოცდილება. Bina24.ge შექმნილია იმისათვის, რომ თქვენ იპოვოთ იდეალური დამქირავებელი და დამქირავებელმა იპოვოს იდეალური ბინები დღიურად, საათობრივად თუ ხანგრძილივი ვადით.

საძიებო პარამეტრები მნიშვნელოვანია

იმისთვის, რომ ბევრი დრო არ დაკარგოთ და ბინების გაქირავება და დაქირვება საუკუნოვან მოგზაურობად არ გექცეთ, შეარჩიეთ მაქსიმალურად ზუსტი პარამეტრები და ამით გაფილტრეთ თქვენი ძიების რეზულტატები. ანუ განსაზღვრეთ თქვენი სასურველი მდებარეობა, ბიუჯეტის დიაპაზონი და კონკრეტული ფუნქციები, რომლებსაც ეძებთ ბინაში. Bina24.ge გაძლევთ საშუალებას მოირგოთ ძიების პარამეტრები, დარწმუნდეთ, რომ წარმოდგენილი განცხადებები ზუსტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს, ამით კი ზოგავს თქვენს დროს.

სანდო განცხადებები

გადახედეთ Bina24.ge-ზე არსებული უძრავი ქონების განცხადებს. თითოეული მათგანი იძლევა ყოვლისმომცველ ინფორმაციას ბინის შესახებ, მათ შორის სპეციფიკაციები, კეთილმოწყობა და მაღალი ხარისხის სურათები. ეს იმიტომ, რომ სანამ მეპატრონესთვის Bina24.ge-ს საშუალებით ბინების გაქირავება იქნება შესაძლებელი, მას უწევს საიტზე ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია შეიყვანოს, აუცილებელია, ატვირთოთ მაღალი ხარისხის ფოტოები. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ერთმა მხარემ არასრული, არაზუსტი ინფორმაციის გამო დრო არ დაკარგოს უმიზნო შეხვედრებით, ბინის მონახულებით და ა.შ.. Bina24.ge-სთვის სწორედ ეს კომფორტია მნიშვნელოვანი, კომფორტი, რომელიც მიმართულია გაუფრთხილდეს პროცესში მონაწილე მხარეების დროს, ენერგიასა და ნერვებსაც.

კომუნიკაცია მეპატრონესთან - Bina24.ge-ს უდიდესი პლიუსია

წარმოიდგინეთ, რომ უკვე გამოიყენეთ ყველა ის შესაძლებლობა და ბენეფიტი, რასაც Bina24.ge გაძლევთ, იპოვეთ ბინები დღიურად, საათობრივად ან ხანგრძლივი ვადით, ზუსტად იქ, სადაც გინდოდათ, იმ ბიუჯეტში, რაც გამოყოფილი გქონდათ, იმ მდგომარეობით, რასაც ეძებდით და უბრალოდ რამდენიმე შეკითხვა გაქვთ, რომ დარწმუნდეთ, სწორ გადაწყვეტილებას იღებთ. როგორც წესი, ქართული საიტები, უძრავი ქონების აგენტები, საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ გაძლევენ საშუალებას კომუნიკაცია გქონდეს მეპატრონესთან, აქ Bina24.ge-ს პრინციპი განსხვავებულია და გთავაზობთ უძრავი ქონების მეპატრონესთან დაკავშირების შესაძლებლობას. ისარგებლეთ ამ რესურსით, რათა მიიღოთ ინფორმაცია კონკრეტულ უბნებზე, ისეთ ინსაიდერულ ამბებზე, რომელთაც ვერც დაგუგლავ და ვერც ვერავინ გეტყვის, გარდა მეპატრონისა. ასე ბინების გაქირავება მფლობელისთვისაც კომფორტული და მეტიც, სასიამოვნოა და დამქირავებლისთვისაც. დამქირავებელმა იცის, რომ სწორ არჩევანს აკეთებს, იცის, როგორი იქნება მისი ცხოვრება სწორედ იმ ბინაში, რომელიც Bina24.ge-ს საშუალებით იპოვა და კომფორტულად იქირავა.



სახლი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. ბინები დღიურად გინდა, თუ ხანგრძლივი ვადით, საერთო ერთია, გინდა იქ თავს კომფორტულად გრძნობდე. თქვენთვის იდეალური ბინის პოვნა საქართველოში საინტერესო მოგზაურობაა, რომელიც მოითხოვს სტრატეგიული მიდგომასა და საფუძვლიან კვლევას. მნიშვნელოვანია, იცოდე ბაზარი, გამოიყენო სწორი ონლაინ პლატფორმა, განსაზღვრო ბიუჯეტი და ამ კომბინაციით იპოვო ის, რასაც ეძებ. Bina24.ge გეხმარება გაამარტივო პროცესი და მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება. 

ასე შეგიძლიათ იპოვოთ იდეალური ბინა, რომელიც არა მხოლოდ თქვენს ამჟამინდელ საჭიროებებს, არამედ თქვენს სამომავლო მისწრაფებებსაც შეესაბამება. 



ავტორი: ნიუპრესი