ბიზნეს სესხი - შენი დამოუკიდებლობის გარანტი
ყოველდღიური რუტინული საოფისე საქმიანობა საკმაოდ დამღლელი და მოსაბეზრებელია. 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ადამიანს ცხოვრების ნახევარს ართმევს და საკუთარი ოცნებების განხორციელების დრო ფიზიკურად არ რჩება. ზოგს კი გამორჩეული ნიჭის, უნარის ან იდეის რელიზაციის შანსი სწორედ იმიტომ არ ეძლევა, რომ საჭირო ფინანსური რესურსის მოსაძიებლად ხერხებს არ იცნობს, ან ცვლილებებისთვის აუცილებელი გამბედაობა უბრალოდ არ ჰყოფნის.
როგორ დავიწყოთ ბიზნესი მარტივად
ბიზნესის დასაწყებად საჭიროა პირველ რიგში იდეა და შემდგომში ფინანსური კაპიტალი. არ აქვს მნიშვნელობა ახლა იწყებთ საქმიანობას, თუ უკვე წარმატებული პროექტის გაფართოება გსურთ, ბიზნეს სესხის აღება ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ. მთავარია სწორად შეაფასოთ თქვენი პრიორიტეტები, იპოვოთ სანდო კომპანია და საკუთარი იდეის რეალიზებას დაუყოვნებლივ შეუდგეთ.
ბიზნეს სესხის ასაღებად ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ კომპანიას, ემბისის შეგიძლიათ მიმართოთ, რომელსაც სხვადასხვა საჭიროების მომხმარებელთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანიის პროფესიონალი გუნდი მუდმივად აუმჯობესებს სერვისებს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელთა კმაყოფილებას ზრდის.
ბიზნეს სესხი MBC-ში
ბიზნეს სესხი MBC-ში გამოცდილი საფინანსო პროდუქტია, რომელიც ორი სხვადასხვა პირობით გაიცემა: უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი 2000-100 000 ლარამდე, ხოლო 500 - 10 000 ლარამდე კრედიტი ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. გამარტივებული პროცედურებით, ბიზნესისთვის თანხის მიღება როგორც მეწარმეებს, ასევე ინდივიდუალურ პირებსაც შეუძლიათ. სესხის ასაღებად უნდა გაიაროთ რამდენიმე
ეტაპი:
- შეავსეთ განაცხადი კომპანიის ვებგვერდზე ან სერვის ცენტრში;
- აირჩიეთ სესხის სასურველი ტიპი;
- წარმოადგინეთ მინიმალური დოკუმენტაცია;
- დაელოდეთ კომპანიის წარმომადგენლის სატელეფონო ზარს;
სესხის დამტკიცების შემთხვევაში უახლოეს ფილიალში მიბრძანდებით თანხის მისაღებად. კომპანია განიხილავს ნებისმიერი ტიპის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და სესხს ეროვნულ ვალუტაში გასცემსს. ასევე, თუ უკვე დაწყებული გაქვთ თანამშრომლობა სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან სესხის პორტირებაც მარტივად შეგიძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ემბისისთან თანამშრომლობა თქვენთვის სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა.
რატომ უნდა აიღოთ ბიზნეს სესხი?
ბიზნეს სესხის აღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც თქვენი და თქვენი ოჯახის დამოუკიდებლობის და წარმატების გარანტი შესაძლოა გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთ საფინანსო ორგანიზაციასთან ითანამშრომლოთ, რომელიც სესხის გადახდის პროცესს არასტრესულს გახდის და თქვენი მოთხოვნების შესაბამის პირობებს შემოგთავაზებთ. MBC დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა რეალობად ზედმეტი რისკების
გარეშე აქციოთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღების გადადება არ ღირს. წარმატებას ლოდინი არ უყვარს!
ავტორი: ნიუპრესი