ბიუჯეტის წურბელებმა პასუხი უნდა აგონ - ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და სოციალური სამსახურის უფროსის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს.
მისი თქმით, არ აპირებს ამ საქმეს თავი დაანებოს, ვიდრე ეს ადამიანები თანამდებობას არ დატოვებენ.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, თუ ამ ხელისუფლების პირობებში არა, ბიუჯეტის ქურდებმა პასუხი მომავალში მაინც უნდა აგონ.
"ამ საქმეს არ მოვეშვებით, სანამ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ამბობს, რომ გაჭირვებულია და პარალელურად ოცნებას 5 ათასი ლარი შესწირა, არ დატოვებს თანამდებობას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ხარაგაულში გუშინ მათ ხარაგაულში ფიზიკურად არა მოქალაქეები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდენ.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, დავით კიკნაძეს, რომელსაც 4 ათას ლარამდე ხელფასი აქვს, მას სამი შვილი ყავს, როგორც თავად აცხადებს, თავად არა, თუმცა მისი შვილები სოციალური დაცვის პროგრამაში ნამდვილად არიან.
ავტორი: ნიუპრესი