|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქრისტინა აგილერას კონცერტზე ქართული სიმღერა შესრულდა (VIDEO)

 Black Sea Arena-ზე  მსოფლიო ვარსკვლავის, ქრისტინა აგილერას შოუ-კონცერტი მიმდინარეობს. დარბაზი, რომელიც 10 ათას ადამიანს იტევს, მთლიანად შევსებულია.  ქრისტინა აგილერამ მადლობა გადაუხადა შეკრებილ აუდიტორიას: "არ აქვს მნიშვნელობა რა ენაზე ვსაუბრობთ, მთავარია,  ერთმანეთი გვიყვარდეს"-აღნიშნა მან.

ქრისტინა აგილერას კონცერტში ქართული  სიმღერაც გაჟღერდა. მომღერალმა თავის კონცერტზე სპეციალურად მოიწვია ის ჯგუფი, რომლის მიერ შესრულებული სიმღერა ბათუმში, რესტორანში მოისმინა. 

კონცერტს ესწრება ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. აქ იმყოფება ქუთაისი მერი შოთა მურღულია.

ქრისტინა აგილერას კონცერტის ბილეთის ფასი 50 ლარიდან 600-ლარამდე იყო.

 

 

 

    

ავტორი: ანი ლიპარიშვილი