|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბლუთუზ ყურსასმენების ფართო არჩევანი Veli.store-ზე

განსხვავებული ბლუთუზ ყურსასმენები, მარტივი შეძენის შესაძლებლობა, დროისა და ფულის დაზოგვის საშუალება - ეს ველი სთორის უპირატესობებია

 

ყურსასმენები დღესდღეობით ყველაზე ფართოდ გამოყენებადი აქსესუარია სმარტ მოწყობილობებთან ერთად. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სანდო მაღაზიის პოვნა, რომელიც მაღალი ხარისხის მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებთ. 

 

სწორედ ასეთი, მრავალფეროვანი არჩევანითა და მაღალხარისხიანი პროდუქციის ასორტიმენტით ონლაინ მაღაზია veli.store გამოირჩევა. ველიზე სხვადასხვა ფუნქციისა და ტიპის ყურსასმენებია, როგორც სადენიანი, ისე უსადენო, გეიმერული, ღია და დახურული ტიპის, ყურში მოთავსებადი და ბლუთუზ ყურსასმენები. 

 

ყოველდღიური გამოყენებისთვის ალბათ, ყველაზე პრაქტიკული ბლუთუზ ყურსასმენებია, რომლებიც საკმაოდ მოსახერხებელი, მსუბუქი და მარტივად სატარებელია. განსაკუთრებით მაშინ, თუ საუბარი ხშირად გიწევთ და თან ცდილობთ სხვადასხვა სახლისა თუ სამსახურის საქმეები გააკეთოთ. 

 

ველი სთორზე შეხვდებით, Apple-ის, Xiaomi-ს, JBL-ის, Baseus-ის, Skullcandy-ს, Beats-ის, Sony-ს, Anker-ის, Harman Kardon-ის, Razer-ის, Oneplus-ის, 1MORE-ის, Accesstyle Indigo-ს,  Realme-ს, Audio-Technica-ს და Klipsch-ის ბლუთუზ ყურსასმენებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Klipsch-ის ყურსასმენებს მხოლოდ ველი სთორზე შეხვდებით. ბუნებრივია ისინი სხვადასხვა მახასიათებლებით განსხვავდება - განსხვავებულია მართვის ფუნქცია, ზოგი ხელის შეხებაზე, ხოლო ზოგიც თავის მოძრაობაზე რეაგირებს. განსხვავებულია მათი უწყვეტი მუშაობის დროც. სწორედ ამ სხვადასხვა მახასიათებლებისა და ბრენდების გათვალისწინებით, ველიზე ყველა საფასო კატეგორიის ბლუთუზ ყურსასმენებია წარმოდგენილი. 

 

კერძოდ, veli.store-ზე ბლუთუზ ყურსასმენების ღირებულება 59 ლარიდან იწყება და 999 ლარამდე ადის. ყველაზე ძვირიანი, 999 ლარიანი მოდელი, ცნობილი Beats-ის Studio 3 Wireless ყურსასმენებია. პრემიუმ ხარისხის უსადენო Beats-ი ძლიერი და მკაფიო ხმით გამოირჩევა და 22 საათამდე უწყვეტი მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ხოლო, მისი Fast Fuel დამუხტვის ტექნოლოგია 3 სააამდე მუშაობის დროს მხოლოდ 10 წუთიანი დამუხტვის შემდეგ უზრუნველყოფს. 

კეცვადი კორპუსის წყალობით კი მისი ტარება საკმაოდ მოსახერხებელია. ღრმა და ძლიერი ბასები, ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმი, მოწყობილობებთან სწრაფი დაკავშირების შესაძლებლობა, Beats-ის გამორჩეული მახასიათებლებია. 

 

თქვენი სტილის, მოთხოვნების, ბიუჯეტისა და სურვილების შესაბამისად რჩეული ყურსასმენების შეძენა ველიზე საკმაოდ მარტივი და სწრაფი პროცედურაა. მიტანის სერვისი კი კიდევ უფრო მოსახერხებელი. შეძენიდან მხოლოდ 3 საათში სასურველ ნივთებს თბილისსა და აგარაკებზე სახლის კართან მიიღებთ.  

ავტორი: