|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 398 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი შემთხვევა.

 მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან იმერეთში – 398 დადასტურებული შემთხვევაა.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით კოვიდსტატისტიკა ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა – 410, იმერეთი – 398, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.

მთავრობის ინფორმაციით,  ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18,  აჭარაში – რვა, იმერეთში –6, ქვემო ქართლში – 6, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გარდაცვალების 703 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ 19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 79 678-ს.

ავტორი: ნიუპრესი