|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 138 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა - 245, იმერეთი - 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი - 227, გურია - 243, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 327, კახეთი - 442, მცხეთა-მთიანეთი - 82, სამცხე-ჯავახეთი - 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 95 522 საიდანაც, 4 640 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 162, აჭარაში - 426, იმერეთში - 798.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 455, აჭარაში - 116, იმერეთში - 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 29, იმერეთში - 27.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა