|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოლო ერთი წლის ფასების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება - "საქსტატმა" ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასი მკვეთრად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2%-ით, პური და პურპროდუქტები 28.8%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24.1%-ით, ზეთი და ცხიმი 20.8%-ით, ხოლო შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 19.3%-ით გაძვირდა. 

თევზეულზე ფასმა 18.9%-ით მოიმატა, რძე, ყველი და კვერცხი - 18.0%; ყავა, ჩაი და კაკაო - 17.6%; ხილი და ყურძენი 14.4%; ხორცი და ხორცის პროდუქტები -10.9%.

საქსტატის ცნობით, ფასები მკვეთრად გაიზარდა  ტრანსპორტსა და კომუნალურ გადასახადებზე.

„ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4 პროცენტიანი მატება.

 

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (6.5 პროცენტი). 

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

საქსტატის გაანგარიშებით, წლიურმა ინფლაციას 12,8 პროცენტი შეადგინა. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა