|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბონდის ხიდი რიონზე

ქუთაისის მერია გეგმავს პროექტს, რომელიც რიონზე ახალი ხიდის მშენებლობას გულისხმობს. შოთა მურღულიას განცხადებით, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ეს იქნება ბონდის ხიდი, რომელიც წმინდა გიორგის,  ან ხარების ეკლესიას ბოტანიკურ ბაღთან დააკავშირებს. პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.  ეს იქნება არამარტო ჩვენთვის, არამედ ტურისტული თვალსაზრისითაც გამართლებული ნაბიჯი", –განაცხადა შოთა მურღულიამ ჯავა ჭეიშვილის საიუბილეო საღამოზე, რომელიც ბოტანიკურ ბაღში იმართება.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე