ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე მეწყერი ჩამოწვა
ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა.
შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა ,,კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიის წყლის მილის გაუმართაობა გახდა, რის გამოც ნიადაგი ლიანდაგის მიწის ვაკისზე ჩამოიშალა. ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა კი რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.
საქართველოს რკინიგზა შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის.
ავტორი: ნიუპრესი