ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან
ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს ისევ ებრძვიან. საგანგებო სიტუაციოების მართვოის სამსახურის ინფორმაცით, სამუშაოების კვლავ ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
ამსახურის ცნობით ყველა სტრუქტურა ჩართულია რომ ცეცხლი დასაცლებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს.
"რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.
სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ხანძრის კერა ადგილობრივებმა 19 აგვისტოს შენიშნეს. ცეცხლის ჩაქრობას ხელს ცხელი და ქარიანი ამინდი უშლის.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა