|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბორჯომში ხანძროს ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი  ჩაერთო. 
 
"რთული კლდოვანი რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც. ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობის პროცესში თბილისიდან დამატებითი ჯგუფების გაგზავნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟეს და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ხანძრის ლოკალიზება.
ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მეხანძრე-მაშველი", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
 
  
 

 

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა და დაკვამლიანებაც შეინიშნებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა